ევროპის მაუწყებელთა კავშირის DTI მორიგ გამოცემაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითადაა შეფასებული

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივის (DTI) მორიგ გამოცემაში – DTI PLAYBOOK საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეფასებულია როგორც სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს თავის ვებ გვერდზე.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული ტრანსფორმაციის ისტორია ნამდვილად წარმოადგენს მასშტაბური აზროვნებისა და მცირედით დაწყების პრინციპების მაგალითს. კომპანია თანდათან აღწევდა წარმატებას წარმატებაზე, რამაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მოკლე პერიოდში გადააქცია მსხვილ ციფრულ მოთამაშედ“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოცემაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ნიუსრუმის, ტექნიკური გადაიარაღების, მულტიმედიური ახალი ამბების პლატფორმის შესახებ, ასევე მეგაპროექტების – „საქართველოს ვარსკვლავის“, „მასტერშეფის“, „მარტივი ლოგიკის“ ციფრულ წარმატებაზე.

ასევე, ანგარიშში საუბარია „ტელესკოლასა“ და 2021 წელს ამოქმედებულ მობილურ აპლიკაციას MobileTV- ზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს ნებისმიერ დროს უყურონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები