,,ქართული ფოლკლორით ვცხოვრობ, დარდსა და ლხინს ლექსით გადმოვცემ“ – თუში პოეტის იტალიური ცხოვრება

თუში პოეტი გიორგი რამაზაშვილი ვიდეობლოგში იტალიურ ცხოვრებასა და თუშეთის მონატრებაზე მოგითხრობთ. ის იმ მცირე პოეტთა შორისაა, ვინც ლექსებს თუშურ დიალექტზე წერს.

3 პოეტური კრებულის ავტორია. მათში როგორც ლიტერატურული, ასევე დიალექტზე დაწერილი ლექსებია შესული. ჩატარებული აქვს ოცზე მეტი შემოქმედებითი საღამო, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში, სტამბულსა და იტალიის ქალაქ ბარიში. მისი მუდმივი თანამგზავრია გარმონი.

თუშეთში გაიზარდა, სოფელ დართლოში. ქართული ადათ-წესით ცხოვრებას დღეს ევროპაში განაგრძობს. 5 წელია ემიგრაციაშია.

,,ერთადერთი წამალი რაც მიმსუბუქებს უსამშობლობას, ეს ლექსები და გარმონია,  ჩვენ ერთად გავდივართ იმ რთულ მონაკვეთს, რასაც ნოსტალგია, უცხო მხარეში ფუძისა და ჭერის გარეშე ყოფნა ჰქვია. დავამღერებ ხოლმე თუშურ მელოდიებს და ვიკლავ მონატრებას. სულ ახლახანს ოჯახი შევქმენი. მე ბებომ გამზარდა და სულ მქონდა ოცნებად ქალიშვილი მყოლოდა, რომ მისი სახელი დამერქმია. მეუღლე შემხვდა მისი მოსახელე თებრო. ბედნიერი ვარ, რომ ის ვიპოვე. პატარა ოჯახი შევქმენით და ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას ემიგრაციაში“- ნახეთ ვიდეობლოგი ,,ემიგრანტული ამბები” და იმოგზაურეთ გიორგი რამაზაშვილთან ერთად, თუშური ფოლკლორის სამყაროში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

გამოყენებულია თუშეთის კადრები იუთუბ არხიდან🎬 ,,TRAVEL With Us”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები