მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის მუზეუმის საერთაშორისო მიმართულების დირექტორთან ნადია რეისთან. მუზეუმში ვიზიტისას ელჩმა დაათვალიერა მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.

„საქართველოს ელჩის ინიციატივით დაწყებულია მუშაობა ბრიტანეთის მუზეუმთან მეფე გიორგი XI-ს  (გვიანი მე-17 საუკუნე) ოქროს ჯვრის  ექსპოზიციის მიზნით. აღნიშნული ჯვარი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები