სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პრეზენტაციაზე კოტე მარჯანიშვილის თეატრი წარადგინეს

ქ. მეხიკოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში, სერვანტინოს (გუანახუატოს) საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

მექსიკის კულტურის სამინისტროსა და ფესტივალის დირექციის მიერ მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის – საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თამარ გამილაღდიშვილი – გაგუა, რომელმაც პრეზენტაციაზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი წარადგინა.

ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი, რომელიც უკვე თითქმის 50 წელს ითვლის, 2021 წლის 13-31 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო საქართველო უკვე მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები