ბრიტანელმა ღვინის ექსპერტებმა ქართული ღვინოებს საუკეთესო შეფასება მისცეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ორგანიზებით, ლონდონში  ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეგუსტაციაზე, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა 50-ზე მეტი  ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ამასთან ერთად, წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას.

„ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, ღვინით ვაჭრობის სფეროს  და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან „ტრივეტში“ (Trivet) ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები