ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენებს აქტაუ – ბათუმი – აქტაუს მიმართულებით შეასრულებს

2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი აქტაუდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ფრენები კვირაში 3 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • აქტაუ – ბათუმი – აქტაუ, 6 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA- ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები