1 ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება

საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი იქნება სრულად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, თუმცა ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება, მომდევნო 72 საათის განმავლობაში ქვეყანაში განმეორებითი ტესტი ჩაიტაროს.

საბჭო გასცემს რეკომენდაციას, ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კორონავირუსთან დაკავიშირებულ შემთხვევებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები