ინფორმაცია სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდ პანდემიის სიტუაციის გაუმჯობესების შდეგად, 17 მაისიდან, გაუქმდა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა.

სლოვაკეთი, კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით წითელი ზონიდან გადავიდა უკეთეს –  ღია წითელ ზონაში. შესაბამისად, მუქ წითელ ზონაში რჩება 2 რაიონი, წითელ ზონაში – 23 რაიონი, ღია წითელ ზონაში – 43 რაიონი, ხოლო ნარინჯისფერ ზონაში – 4 რაიონი. ბრატისლავას რაიონი 17 მაისიდან არის ღია წითელ ზონაში.

„სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 17 მაისიდან მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

  • ღიაა სავაჭრო ცენტრები, ყველა მაღაზია და მომსახურების ობიექტები. გაუქმებულია სპეციალური სავაჭრო საათები ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 11:00 საათამდე. სავალდებულო აღარ არის ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა. მომხმარებლების ოდენობის დაშვება განისაზღვრება მაღაზიის სივრცის შესაბამისად. დაკეტილი რჩება სავაჭრო ცენტრებში ბავშვთა გასართობი სივრცეები და დასასვენებელი ადგილები.
  • ღიაა რესტორნების, ბარების და კაფეების გარე ტერასები მუქ წითელ, წითელ და ღია წითელ ზონებში, ხოლო ნარინჯისფერ და ყვითელ ზონებში მომსახურება დაიშვა შიდა პერიმეტრზეც. მაგიდები უნდა იყოს დაშორებული 2 მეტრით. ხოლო მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღაბი. ნიღბის მოხსნა შეიძლება მხოლოდ საკვებისა და სასმელის მიღების დროს.
  • გაიხსნა სასტუმროები ერთი ან მაქსიმუმ ორი ზრდასრული ადამიანისთვის თითო ოთახში. სასტუმროების რესტორნებისთვის ძალაშია ის წესები, რაც ზოგადად სხვა რესტორნებისა და კაფეებისთვის მოქმედებს.
  • ყველა ზონაში საცურაო აუზებზე შემსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 24 საათის კოვიდ უარყოფითი სწრაფი ტესტის ან მაქსიმუმ 72 საათის პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. 10 წლამდე ბავშვებზე არ მოითხოვება ტესტების წარდგენა.
  • ფიტნეს ცენტრებში შემსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 24 საათის კოვიდ უარყოფითი სწრაფი ტესტის ან მაქსიმუმ 72 საათის პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. 10 წლამდე ბავშვებზე არ მოითხოვება ტესტების წარდგენა.
  • მუზეუმები, გალერეები და გამოფენები: მუქ წითელ და წითელ ზონებში დაიშვება მხოლოდ ინდივიდუალური ტურები. ღია წითელ და უფრო უკეთეს ზონებში დაშვებულია ჯგუფების ტურები.
  • თეატრი, კინო და სხვა კულტურული ღონისძიებები: აკრძალულია მუქ წითელ ზონებში. შენობის შიდა კინემატოგრაფიული ღონისძიებები დაშვებულია სხვა ფერის რაიონებში. ყველა რაიონში, მწვანე ზონის გარდა, დასაშვებია მხოლოდ მსხდომი აუდიტორია. ნარინჯისფერ და უფრო უკეთეს რაიონებში დაიშვება ღონისძიებები სკოლის ბავშვებისა და ჯგუფებისთვის. საკვებისა და სასმელის მიღება დაიშვება გარეთ მხოლოდ ღია წითელ და წითელ ზონებში. უფრო უკეთეს რაიონებში, ნებადართული იქნება შენობის შიგნით მაქსიმუმ ოთხი ადამიანი ერთ მაგიდასთან (ნარინჯისფერი ზონა) ან მაქსიმუმ ექვსი ადამიანი ერთ მაგიდასთან (ყვითელი ზონა).
  • ველნესი, წყლის ატრაქციონები და სპა სალონები: გახსნილია მხოლოდ ღია წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ და მწვანე ზონებში. ყველა ამ ზონაში შემსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 24 საათის კოვიდ უარყოფითი სწრაფი ტესტის ან მაქსიმუმ 72 საათის პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. 10 წლამდე ბავშვებზე არ მოითხოვება ტესტების წარდგენა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით დანიშნული სპა სალონები ღიაა ყველა რაიონში.
  • ტაქსის მომსახურება: მგზავრების რაოდენობის შეზღუდვები მაქსიმუმ 2 მგზავრი, მოქმედებს ყველა ზონაში, გარდა მწვანე ზონისა. აუცილებელია მოხდეს ტაქსის სალონის დეზინფექცია თითოეული მგზავრის მომსახურების შემდეგ ღია წითელ, წითელი და მუქ წითელ ზონებში.
  • მასობრივი ღონისძიებები: მუქ წითელი ზონაში დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის თავშეყრა. წითელ ზონაში დაშვებულია 10-მდე ადამიანი. ღია წითელი ზონაში დასაშვებია, 25-მდე ადამიანი შენობის შიგნით ან 50 ადამიანი შენობის გარეთ. ნარინჯისფერ ზონაში – შენობის შიგნით 25 პროცენტამდე ტევადობით, დასხდომით მაქსიმუმ 250 ადამიანი; შენობის გარეთ – 50 პროცენტით მეტი, მაქსიმუმ 500 ადამიანი. ფეხზე დგომით შენონის შიგნით 50-მდე ადამიანი; შენობის გარეთ – 100-მდე ადამიანი. ყვითელ ზონაში – შენობის შიგნით, 50 პროცენტამდე ტევადობით, დასხდომით მაქსიმუმ 250 ადამიანი; შენობის გარეთ,75 პროცენტამდე ტევადობა, მაქსიმუმ 500 ადამიანი ფეხზე დგომით – შენობის შიგნით 100-მდე ადამიანი; შენობის გარეთ 250 კაცამდე. მწვანე ზონაში – 75 პროცენტამდე ტევადობა შენობის შიგნით დასხდომით მაქსიმუმ 500 ადამიანი; მაქსიმუმ 1000 ადამიანი გარეთ. ფეხზე დგომით 50 პროცენტამდე ტევადობა, მაქსიმუმ 500 ადამიანი; მაქსიმუმ 1000 ადამიანი გარეთ. ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მიზნით, ღონისძიების დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ვიზიტორებთან იქონიოს სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტით კონტაქტი.
  • ქორწილი, წვეულებები, დაკრძალვის ცერემონია და მსგავსი ღონისძიებები აკრძალულია მუქი წითელი და წითელი ზონებში. დაშვებულია: ღია წითელ ზონაში შენობის შიგნით 25 კაცამდე, ხოლო გარეთ 50-მდე ადამიანი. ნარინჯისფერ ზონაში – შენობის შიგნით 50 ადამიანამდე, ხოლო გარეთ – 100-მდე ადამიანი. ყვითელ ზონაში – შენობის შიგნით 100-მდე ადამიანი, ხოლო გარეთ 250-მდე ადამიანი. მწვანე ზონაში – 75 პროცენტამდე ტევადობა, დასხდომით მაქსიმუმ 500 ადამიანი; მაქსიმუმ 1000 ადამიანი გარეთ. ფეხზე დგომით – 50 პროცენტამდე ტევადობა, მაქსიმუმ 500 ადამიანი; მაქსიმუმ 1000 ადამიანი გარეთ. აუცილებელია არაუმეტეს 24 საათის კოვიდ უარყოფითი სწრაფი ტესტის ან მაქსიმუმ 72 საათის RT-PCR/LAMP ტესტის უარყოფითი პასუხის თან ქონა.
  • მასიური საქორწილო ცერემონიები, ნათლობები, პანაშვიდები – მწვანე, ყვითელ და ნარინჯისფერ ზონებში ტევადობის შეზღუდვები იგივეა, რაც ზემოაღნიშნულ მასობრივი ღონისძიებების დროს. ღია წითელ, წითელ და მუქ წითელ ზონებში შეზღუდვა არის ერთი ადამიანი 15 კვადრატულ მეტრზე. იმ შემთხვევაში თუ ფართობი არ აღემატება 90 კვ.მეტრს, ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 ადამიანი.
  • სპორტული ღონისძიებები – 15 მაისიდან მაყურებელს შეუძლია დაესწროს სპორტულ ღონისძიებებს მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და ღია წითელ ზონებში. აუცილებელია არაუმეტეს 24 საათის კოვიდ უარყოფითი სწრაფი ტესტის ან მაქსიმუმ 72 საათის RT-PCR/LAMP ტესტის უარყოფითი პასუხის თან ქონა. ღია წითელი ზონაში: 25 პროცენტამდე ტევადობა, მაქსიმუმ 250 ადამიანი შენობის შიგნით; 500 ადამიანი გარეთ. მწვანე, ყვითელ და ნარინჯისფერ ზონებში ვრცელდება ის წესები რაც დადგენილია მასობრივ ღონისძიებებზე. დაშვებულია ყოველ მეორე რიგში ჯდომა. აკრძალულია საკვებისა და სასმელის მოხმარება. ორგანიზატორებს უნდა ჰყავდეთ საკმარისი პერსონალი, რომ გააკონტროლოს აღნიშნული რეგულაციების შესრულება. მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ ნეგატიური ტესტის პასუხები. ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მიზნით, ღონისძიების დასრულებიდან 14 დღის შემდეგ, ვიზიტორებთან იქონიოს სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტით კონტაქტი.
  • ნიღბებისა და რესპირატორების ტარების ახალი წესები: მუქ წითელ ზონებში სავალდებულოა რესპირატორების ტარება შენობის შიგნით, ხოლო გარეთ ნიღაბის მოხსნა შესაძლებელია თუ სხვა ადამიანებთან დისტანცია 2 მეტრს აღემატება. წითელ ზონებში სავალდებულოა რესპირატორების ტარება შენობის შიგნით, ხოლო გარეთ ნიღაბის მოხსნა შესაძლებელია თუ სხვა ადამიანებთან დისტანცია 2 მეტრს აღემატება. ღია წითელ ზონებში სავალდებულოა რესპირატორების ტარება შენობის შიგნით, ხოლო გარეთ ნიღაბის მოხსნა თუ სხვა ადამიანებთან დისტანცია 2 მეტრს აღემატება. ნარინჯისფერ და ყვითელ ზონებში სავალდებულოა ნიღბები მხოლოდ შენობის შიგნით. გარე სივრცეში ნიღბები სავალდებულოა მხოლოდ მასობრივ ღონისძიებებზე. მწვანე ზონაში სავალდებულოა ნიღბები მხოლოდ სპეციალური შენობების შიგნით. გარე სივრცეში ნიღბები სავალდებულოა მხოლოდ მასობრივ ღონისძიებებზე.
  • ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებებში: სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტორები შეიძლება იყვნენ ის პირები, ვისაც:

გაკეთებული აქვს mRNA ვაქცინა და მეორე დოზის აცრიდან გასულია მინიმუმ 14 დღე ან გაკეთებული აქვს ვექტორული ვაქცინა და მინიმუმ 4 კვირაა გასული ვაქცინაციის პირველი დოზიდან;

ვისაც აქვს არაუმეტეს 72 საათის უარყოფითი  შედეგი RT-PCR ტესტის ან LAMP ტესტის ან არაუმეტეს 24 საათის ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგი;

Covid-19– დან გამოჯანმრთელდნენ არა უმეტეს 180 დღის წინ;

ვაქცინირებულ არიან ნებისმიერი ვაქცინის პირველი დოზით  გამოჯანმრთელებიდან 180 დღის განმავლობაში და აცრის პირველი დოზიდან გასულია 14 დღეზე მეტი.

  • სკოლები და უნივერსიტეტები: კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით ყველა ზონაში არსებული სკოლები იხსნება 17 მაისს. ისინი იხელმძღვანელებენ იმ საკუთარი „განგაშის“ სისტემით, რომელიც გამოქვეყნებულია სლოვაკეთის განათლების სამინისტროს ვებ–გვერდზე. უნივერსიტეტები შეზღუდულად გაიხსნება მხოლოდ ნარინჯისფერ ზონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://korona.gov.sk/

საქართველოს საელჩო მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები