საქართველოში მარათონი Wings for Life World Run 2021 გაიმართა

9 მაისს, საქართველოში, სლოგანით „ირბინე მსოფლიოსთან ერთად! შეუერთდი გლობალურ მოვლენას!“, მსოფლიო საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run 2021  გაიმართა.

ეს მარათონი ექვსი კონტინენტის მაცხოვრებლებს ერთი მიზნისთვის აერთიანებს – დაეხმარონ ადამიანებს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებაში.

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს 18 წელს ზემოთ. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, ხოლო შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში ირიცხება.

საქართველოში 180-მდე მონაწილე დარეგისტრირდა და სხვადასხვა ლოკაციაზე ირბინეს, რომლებიც თავადვე შეარჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები