იაპონიაში შქმერულის სწრაფი მომზადების მილიონამდე პაკეტი გაიყიდა

იაპონიაში საქართველო ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში იაპონიის უდიდეს ქსელში შქმერულის სწრაფი მომზადების მილიონამდე პაკეტი გაიყიდა.

კომპანია  Family Mart, შქმერულის ნახევარფაბრიკატს მთელი იაპონიის მასშტაბით 16,000 ფილიალში ყიდი.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – გასულ წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები