“აქაური მკურნალები მეტად გულ გრილად უყურებენ ყოველივე გაჭირვებულ კაცს”- ტფილისური ამბავი 

„ერთი თბილისში მცხოვრები პირისაგან მივიღეთ ჩვენ საჩივარი იმის თაობაზედ, რომ აქაური მკურნალები მეტად გულ გრილად უყურებენ ყოველივე გაჭირვებულ კაცს, რომელიც კი იმათ შემწეობისათვის მიმართავს! თუ უზომო ჯილდო არ მისცა კაცმა, ზედაც არ შეხედავენო და თუნდა ფაიტონი მიართვათ, ორ საჟენზედ არ გამოგყვებიანო.

ორი ყარიბი კაცი ღამე დაწანწალებდნენ ქუჩა-ქუჩა ექიმის საძებნელად… დიდის ვედრებითა და ღრეჯით სთხოვეს ექიმს მიშველებოდა გაჭირვებულს ავათმყოფს და აძლიეს ერთი მანეთი, მაგრამ იმან ხუთ მანეთ ნაკლებ კარებში თავი არ გამოჰყო და დაცინვით მიუთითა მეორე ექიმზედრომ ის არის კაცთ მოყვარე და შემბრალებელი მკურნალი, ის გამოგყვებათ მანეთათაო! ყარიბებიწასულან იმ მეორესთან, მაგრამ იმისი პასუხი ჰყოფილა: „სტუმრები მყავს, არა მცალიან, რაც უნდა მომცეთ, ვერ წამოვალო“.

ალბათ ამ და სხვა ამგვარი შემთხვევების გამო იყო, რომ 1893 წლისთვის თბილისში მკურნალთა სიების და მისამართების ბეჭდვა და ქალაქის ქუჩებში გაკვრა დაუწყიათ. ამ სიების გარდა, ცნობილი თბილისელი ექიმების მისამართებისა და მათი პროფილის შესახებ ინფორმაციას ძველ საგაზეთო რეკლამებშიც ნახავდით, რომლებითაც დამკვეთები მაქსიმალურად ლაკონიურად ცდილობდნენ პოტენციური პაციენტების დაინტერესებას – „ექიმი კ.ი. გრძელიშვილი მიიღებს ყელის, ცხვირისა და ყურით ავადმყოფებს. დილის 9-11 ს. საღამოზე 5-7 ს. მიხეილის ქუჩა, ნემენცების ეკლესიის პირდაპირ“.

წყარო: მადათოვი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები