ავიაკომპანია FlyArystan-მა რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანსა და ქუთაისს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები