ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის

“Avia News”- ის ინფორმაციით,  გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.

Eurowings-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს და დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები