დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” ესპანეთში დააჯილდოვეს

ესპანეთში, ესპიელოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები