აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin ონლაინ მონაწილეობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin ონლაინ მონაწილეობს.

ვირტუალურ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიებიც მონაწილეობენ. გამოფენა 9 მარტს გაიხსნა და 12 მარტს დაიხურება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს დეპარტამენტის წარმომადგენლები ITB Berlin-ზე ბიზნეს პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხვედრებისას გააცნობენ.

მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენის ძირითადი პარტნიორი წელს საქართველოა, 2023 წელს კი ის  გამოფენის მასპინძელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები