საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით WAIPA-ს წევრი გახდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის (WAIPA) წევრი გახდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების გასაძლიერებლად, ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ორგანიზაცია, 130 ქვეყნიდან. WAIPA-ს უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა მის წევრ სააგენტოებს შორის, გააზიაროს ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, უზრუნველყოს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებზე წვდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები