„საშობაო ტრადიციები საქართველოში“- ლექცია  ქართული დიასპორის წარმომადგენელთათვის დანიაში გაიმართება

24 დეკემბერს, დანიის დროით 17:00 საათზე, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული დიასპორის წარმომადგენელთათვის გაიმართება ქართველი ეთნოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, როზეტა გუჯეჯიანის ვიდეო ლექცია – „საშობაო ტრადიციები საქართველოში“.

ლექციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

  • •ისტორიულ წყაროებში ასახული ინფორმაცია შობა-ახალი წლის ტრადიციების შესახებ;
  • საქართველოს სხვადასხვა მხარეში შემონახული ტრადიციები: დღეობის მიმდინარეობა, რიტუალები, მეკვლე, საშობაო-საახალწლო ატრიბუტიკა;
  • მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან საქართველოში გავრცელებული საშობაო ნაძვის ხის დადგმის წესი;
  • საბჭოთა პერიოდის იძულებითი ნოვაცია – შობის იგნორირება და საშობაო დღესასწაულის შერწყმა საახალწლოსთან, რა დროიდანაც საშობაო ნაძვის ხეს დაერქვა საახალწლო ნაძვის ხე და ა.შ.

ლექციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე. ლექციის შემდეგ, მსმენელს საშუალება ექნება დასვას შეკითხვები. ლექცია ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა „WEBEX“-ის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები