ტყის ყაჩაღები, ქალი და სამი ძმა – რიწის ტბის ლეგენდა 

ულამაზესი რიწის ტბა აფხაზეთში მდებარეობს და მასზე იმდენად საოცარი ხედები იშლება, რომ აქ აგარაკი თავს დროზე იოსებ სტალინსაც კი ჰქონდა. ამიერკავკასიის ყველაზე ღრმა ტბა, რომელსაც ირგვლივ მთები ეკვრის, აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

101 მეტრის სიღრმის ტბა  გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. თუმცა, ტბის წარმოშობაზე გადმოცემას გაცილებით საინტერესო ვერსია შემოუნახავს: 

ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა ულამაზესი ქალი, რიწა, რომელსაც ჰყავდა 3 ძმა – აგეფსთა, აცეტუკა და ფშეგიშხა. ამ ადგილას, ტბის ნაცვლად, იყო ხეობა, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. საღამოობით კი ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელ დროს ბედნიერად ატარებდნენ. ერთ დღესაც ნადირობისას, ძმებმა შორს შეტოპეს, რის გამოც შინ დაბრუნება დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა – გეგამ და იუპშარამგაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარასხმალი ესროლა მაგრამ ხმალი ასცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თავად რიწა კი იუპშარასხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაცტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა, თავს გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად, ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები