Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების კონკურსისთვის რეგისტრაცია დაწყებულია

Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების კონკურსისთვის რეგისტრაცია დაწყებულია. Eurobest – ის  ადგილობრივი კონკურსი  3-7 ნოემბერს ჩატარდება. გამარჯვებული 2 გუნდი კი საქართველოს სახელით  ევრობესტის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე წარდგება.

წელს კონკურსი დისტანციურად გაიმართება.

კონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/PqHaEj5tj8YddbPv8

შეგახსენებთ, რომ Eurobest Young Creatives Contest არის ორიგინალური საკომუნიკაციო კამპანიის შექმნის კონკურსი. ორკაციან გუნდს ეძლევა ბრიფი, რათა მოკლე დროში შეიმუშაონ ინტეგრირებული კამპანია და წარმოადგინონ 500 სიტყვიანი ტექსტი, პლუს, 10 სლაიდიანი პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები