საქართველოს Qatar Airways-ი, LOT-ი, Aegean Airlines-ი და Ryanair-ი უბრუნდებიან

?????????????????????????

“Avia news” – ს ინფორმაციით, Lufthansa-ს, Air France-ს, airBaltic-ისა და Wizz Air-ის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარს Qatar Airways-ი, LOT Polish Airlines-ი, Aegean Airlines-ი და Ryanair-ი უბრუნდებიან.

რეგულარული რეისების შეასრულებას განაახლებს ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც. აღნიშნული ავიაკომპანიები COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდნენ, თუმცა 1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენების შესაძლებლობა მიეცემათ.

ავიაკომპანიები 1-ელი ნოემბრიდან COVID-19-ის პანდემიის ფონზე შეჩერებულ სიხშირეებსა და მიმართულებებს ეტაპობრივად დაიბრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები