ვაჟა-ფშაველა ლუვრში – ვინ არის ქართველი მხატვარი, ვისი ნამუშევარიც სახელგანთქმულ მუზეუმში გამოიფინება

ვაჟა-ფშაველა ლუვრში- ქართველი მხატვრის ეკატერინე სიხარულიძის მიერ შესრულებული ,,ვაჟას“ პორტრეტი, 23 ოქტომბრიდან 3 დღის მანძილზე, ლუვრის მუზეუმის გალერეაში გამოიფინება. ეკატერინე სიხარულიძის  ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ადრეც მოხვედრილა. ის 65 გამოფენის მონაწილეა, უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელი.

თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.

ეკატერინეს მთავარი გულშემატკივარი მისი  მეუღლეა, საქართველოზე შეყვარებული ესპანელი არქიტექტორი ჩავი პრატი. მან შუაგულ ესპანეთში „ქართული ბოსტანიც“ კი გააშენა და ქართული კერძებითა და ტრადიციებით  თანამემამულეებს საქართველოს სიამოვნებით აცნობს…

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები