,,შეიძლება არ გვემღერება, მაგრამ აქ ვპოულობთ ჩვენს თავს“- მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთად ამღერებული ემიგრანტი დედები

ხათუნა თურქაძე სამხრეთ იტალიაში ცხოვრობს. ის 2009 წლიდან ემიგრაციაშია. სხვა ქართველი ქალბატონების მსგავსად, ისიც უკიდურესმა გაჭირვებამ წაიყვანა უცხო ქვეყანაში და მუშაობა ოჯახში მომვლელად დაიწყო. სიმღერა ბავშვობიდან უყვარდა, ემიგრაციაში ძველი ჰობი გაიხსენა და თავისუფალ დროს კვლავ მღერის. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ, სხვა ქართველ ემიგრანტ ქალბატონებსაც დაუკავშირდა. დისტანციურად, სპეციალური პროგრამების მეშვეობით სიმღერებს წერენ და სოციალურ ქსელში ანთავსებენ.

პანდემიის დასაწყისში, ხათუნა თურქაძის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც სხვა ემიგრანტ დედებთან ერთად, საქართველოსთვის ონლაინ რეჟიმში სიმღერით ლოცულობდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,შეიძლება არ გვემღერება, მაგრამ აქ ვპოულობთ ჩვენს თავს. მასში ვდებთ ყველა ემოციას, ტკივილს, სიხარულს, მონატრებასა და ბედნიერებას… ემიგრანტი დედებისთვის ეს ერთობლივი სიმღერები სულის ტკივილგამაყუჩებელია, ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვცოცხლობთ იმედით, რომ მალე დავბრუნდებით სამშობლოში“ – ამბობს ინტერვიუში ხათუნა თურქაძე.

როგორ გააერთიანა და აამღერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველი ემიგრანტი დედები და რაში დაეხმარა მას პროფესია –  ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკა ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები