„Vakxikon Publishing Group“- მა  „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ გამოცა ბერძნულ ენაზე

ბერძნულმა გამომცემლობამ „Vakxikon Publishing Group“  „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ გამოცა ბერძნულ ენაზე.

ანთოლოგია დაიბეჭდა საქართველოს მწერალთა სახლის თანადგომით; ანთოლოგიის შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორია შოთა იათაშვილი, ხოლო თარგმანი ეკუთვნის ელინისტ სოფიო შამანიდს.

„ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიაში“ შესულია დიანა ანფიმიადის, გიორგი არაბულის, ბექა ახალაიას, ნინი ელიაშვილის, დათო ყანჩაშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა კოშკაძის, ნიკა ლაშხიას, ლია ლიქოკელის, გიო ლომიძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, სალომე ბენიძის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას, გიორგი შონიას, ზურა ჯიშკარიანის, თორნიკე ჭელიძის, ალექს ჩიღვანიძის და გიორგი ჩუთლაშვილის ლექსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები