კიევში ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი – „Kartuli Fest” გაიმართა

ქალაქ კიევის ეროვნულ კომპლექსში „უკრაინის ექსპოცენტრი“, უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დღესასწაული – „Kartuli Fest” გაიმართა.

კიევის ქართული ღვინისა და კულინარიის რიგით მესამე ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა უკრაინის დედაქალაქში მოქმედი ქართული რესტორნებისა და ღვინის პავილიონები.

ფესტივალი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით ბოჭორიშვილმა. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში მოღვაწე ქართველმა შემსრულებლებმა. ფესტივალს ესწრებოდნენ უკრაინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები