“რამდენიმე საუკუნით უკან, საქართველოს ძირძველ კუთხეში” – ფოტოგალერეა

ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მესხეთში, სოფელ ჭობარეთში გადაღებულ მესხური სამზარეულოს ფოტოებს აქვეყნებს. საქართველოს ამ კუთხეს ნამდვილად აქვს გამორჩეული და მრავალფეროვანი კულინარია, რომელიც, სამწუხაროდ ბევრისთვის უცნობია. 

აპოხტის ხინკალი, რომელიც ბატის ხორცისაგან მზადდება, ცნობილი მესხური პური, თათარბერაგი, ტენილი ყველი და ა.შ – დაემგზავრეთ ფოტოგრაფს მესხეთის კულინარიულ მოგზაურობაში

“მესხური სამზარეულო ხომ ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებით გემრიელია. აი, ჭობარეთში, მესხურ დარბაზში რომ ზიხარ, უძველეს მესხურ ფურნეში მესხური პური და ხაჭაპური რომ ცხვება და თავად რომ ხარ ამ ყველაფრის მონაწილე – დარწმუნდები დროის მანქანის არსებობაში და რამდენიმე საუკუნით უკან მიდიხარ საქართველოს ძირძველ კუთხეში.

აი, ყველაფერი უძალიანგემრიელესია. ტენილი ყველი ხომ ჩემი ყველაზე საყვარელი ყველია, რასაც მოვერიე ხომ ვჭამე და რასაც ვერ მოვერიე, შევიზილეო ამაზე შეიძლება თქვას ადამიანმა. მესხური ხაჭაპურიც ჩემი ყველაზე საყვარელი ხაჭაპურია, მაგრამ აქ სულ თავი „გაიგიჟა“ მასპინძელმა და ტენილი ყველით გამოგვიცხო – კომენტარს ვერ გავაკეთებ – ეს იყო კულინარიის ზეობა, ამაზე კაი რაღა შეიძლება შევჭამო აღარ ვიცი, სულ დამავიწყა ყველაფერი, აღარც გამისინჯავს სხვა საჭმელი, არადა ყველაფერი საუკეთესო აქვთ,”- წერს პაატა ვარდანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები