13 სექტემბრიდან პარიზში ქართველი ემიგრანტებისათვის უფასო საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდება 

საფრანგეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაცია – ქართული  კულტურის კერა ,,ლაზი”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს საგრანტო პროგრამას: – ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა”.  პროექტის ფარგლებში, ქართველი ემიგრანტებისთვის 2020 წლის13 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი საინფორმაციო პუნქტი, რომელიც ემიგრანტებს გაუწევს დახმარებას სხვადასხვა სოციალურ-ადმინისტრაციულ საკითხში, თარგმანსა თუ ინფორმაციის მოძიებაში.

დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ ყოველ კვირა დღეს მიიღონ შესაბამისი მომსახურება მისამართზე: 87 rue des Poissonniers; 75018 Paris; 10:00 საათიდან 15:00 საათამდე
სადაც ემიგრანტებს კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევენ: – გვანცა დემეტრაშვილი და მირანდა ევგენიძე.

“იმედს ვიქონიებთ რომ, ეს ახალი ინიციატივა დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს გაერკვნენ საფრანგეთში არსებულ რთულ ბიუროკრატიულ პროცესებში და COVID-19ით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას უფრო შეუმსუბუქებს,”- ნათქვამია საფრანგეთში ქართული დიასპორული ორგანიზაცია, “ლაზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები