13 ივლისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით აღდგება

?????????????????????????

ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა.

შეზღუდვა „2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი  EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი  LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი  EVRA).

ამასთან, „გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  შეთანხმებით.“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, დღეისთვის, ლატვიას, ლიეტუვას,  ესტონეთს, გერმანიას და საფრანგეთს აქვს გახსნილი.

13 ივლისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები