“ღვინის კულტურა საქართველოს იდენტობის განმსაზღვრელია” – Tagesspiegel.de 

“ღვინის კულტურა საქართველოს იდენტობის განმსაზღვრელია, არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც ასეთი მჭიდრო კავშირი ექნება მეღვინეობასთან” – წერს გერმანული გამოცემა, Tagesspiegel და ქართული მეღვინეობის კულტურას სტატიას უძღვნის.

სტატია, სახელწოდებით ” ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, ქვევრიდან”, ჯერ კიდევ წმინდა ნინოდან მოყოლებული აღწერს ქართველებისათვის ვაზის სიწმინდეს და მკითხველს 8000-წლიან ისტორიაში მოკლე ექსკურსსაც სთავაზობს.

“სამოთხის ბაღები”, ქვევრები, რომლებიც 2000 ლიტრ ღვინოს იტევენ, 400 წლის ვაზი, პიკანტური მესხური და დელიკატური ვარდისფერი ღვინო – ამ ქვესათაურებში გამოყო ავტორმა, ულრიხ ამლინგმა ქართველი მეღვინეობის რამდენიმე ასპექტი და კიდევ ერთხელ გააცნო იგი გერმანულენოვან აუდიტორიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები