9 ივლისს ავტოკინოთეატრი – Cavea Drive-in Lisi გაიხსნება

ხუთშაბათს, 9 ივლისს, ლისის ტბის ტერიტორიაზე, ახალ იპოდრომზე  ავტოკინოთეატრი – Cavea Drive-in Lisi გაიხსნება.

პირველ კინოსეანსზე უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ პრემიერა გაიმართება და ასევე, გახსნაზე ირაკლი დეისაძის ბენდი გამოვა.

Cavea-ს თეატრების ქსელი ახალი ფილმების პრემიერების პარალელურად მაყურებელს  სხვა ღონისძიებებსაც შესთავაზებს.

პირველ ეტაპზე კინოთეატრები გათვლილი იქნება მინიმუმ 200 ავტომობილზე. ასევე   სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი ველოსიპედისტებისთვის, მოტოციკლისტებისთვის და უტრანსპორტო მაყურებლებისთვის. ტერიტორიას დაცვა გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები