ქართველი მთამსვლელები „ოქროს წერაყინის“ ნომინანტთა სიაში მესამედ მოხვდნენ

„ოქროს წერაყინის“ 2019 წლის ნომინანტთა სიაში ქართველი მთამსვლელებიც მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

„სასიხარულო ამბავი მთამსვლელობის და ზოგადად სპორტის გულშემატკივრებისთვის, ყველა ქართველისთვის.

ქართველი მთამსვლელების ასვლა მოხვდა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლათა სიაში. სწორედ ამ სიიდან აირჩევა 2019 წლის საუკეთესო ასვლა/ასვლები და დაჯილდოვდება ე.წ.  „ოქროს წერაყინით“.

პირველასვლა მწვერვალები პანპოჩე 1 /6620მ/ და პანპოჩე 2/6504მ/. ნეპალი. მანასლუს რეგიონი.

არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი, გიორგი ტეფნაძე.

აღნიშნული გუნდის წევრები უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში.

იმედია მალე “ოქროს წერაყინს” საქართველოში ვიხილავთ.“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები