ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს წიგნები გაუგზავნა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წიგნები გაუგზავნა, სამხედრო ბაზაზე უკვე არსებული „წიგნის კუთხე“ ახალი გამოცემებით შეივსო. 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი მხატვრული, ისტორიულ-დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გადაეცა. ავღანეთში მყოფი სამხედროებისთვის წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა. წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთშიც. მემორანდუმის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები