განათლება ისტორია და ისტორიები სლაიდერი

“ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც ალექსანდრე ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით… აქ ყველა მეფე მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა” – რას წერდა მარკო პოლო საქართველოზე 

ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური და მწერალი მარკო პოლო  ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანია, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მოგზაურის ჩანაწერებში საქართველოს აღწერასაც ვხვდებით: 

“საქართველოს საზღვრის მახლობლად არის  ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.

ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი,მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. საქართველოში არის მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“, ანუ„მეფე-დავითი“. იგი ექვემდებარება თათრებს.

ძველ დროს  ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერი რასა, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას  და სასულიერო ტანისამოსს.

ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა. ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ.ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს  და სწორედ აქ  ჩაკეტა ალექსანდრემ  თათრები ორ მთას შორის.

სხვა სიახლეები

I amsterdam-მა ქართული რესტორანი “გასაოცარი სამზარეულოების” ტოპ ათეულში დაასახელა

Editor

თბილისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება

Editor

ბათუმში ახალი ტექნოპარკი გაიხსნა

Editor

FIBA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაწინაურდა

Editor

რას წერდა ბარონ დე ბაი კახეთისა და გურიის რთველზე და ქართულ ღვინოზე

Editor

Qatar Airways-ი თბილისი-დოჰის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს გეგმავს

Editor