23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღეა

წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა.

მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ყვავილების სანაცვლოდ კი წიგნებს იღებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. ქალები მხოლოდ მათ რჩეულ მამაკაცებს ჩუქნიდნენ წიგნებს, რომელიც იმ დროისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ ამის საშუალება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა და მისი აღნიშვნა დაიწყო 1996 წლიდან.

ჩვენი ქვეყანა 2003 წელს შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, რომელიც  წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ამ წლიდან მოყოლებული იმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველს სთავაზობენ ფასდაკლებებს, ასევე ეწყობა ახალი წიგნების პრეზენტაცია და შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები