ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ვაუჩერები გადაეცათ

სასურსათო მაღაზიების საერთაშორისო ქსელმა “სპარ” ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სასურსათო ვაუჩერები გადასცა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia-ს ფოტო.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ “სპარის” ვაუჩერები გადასცა ავსტრიაში მყოფ საქართველოს 11 მოქალაქეს. საელჩოების მეშვეობით, ვაუჩერები ასევე გადაეცათ უკრაინისა და სლოვენიის რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რაც ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას ითვალისწინებს.

“SPAR საქართველოს” საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები