“ნიშნის მოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ” – რატომ მოუნდათ ინგლისელებს ქართულ კარანტინში ყოფნა

ანა ნიჟარაძე დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და პროტოკოლის შესაბამისად, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწია. როგორც ანა ამბობს, მის ინგლისელ მეგობრებს არ სჯერათ, რომ საკარანტინე სივრცე 5-ვარსკვლავიან სასტუმროებშია მოწყობილი, მით უმეტეს, სრულიად უსასყიდლოდ.

როცა ევროპა ინფიცირებულების მკურნალობას ვერ აუდის და მსუბუქი პაციენტები ბინაზევე რჩებიან, საქართველოში არათუ ინფიცირებული, არამედ რისკის ქვეშ მყოფი პირებიც კი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან.

Ana Nizharadze-ს ფოტო.

“რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი, ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი, წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი, ბევრი ქართველი ფიქრობს, ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად !

ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს, დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways-ის საიტზე. ასევე მადლობა – 177 გირვანქა სტერლინგი ღირდა ბილეთები (თირკმელის გაყიდვა არ მოგიწევთ).

გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასოდ პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსით (დაშორებით რომ ვიჯდეთ) გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი.

დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო (ნაკლებს არ გვკადრებენ) აღჭურვილი ყველანაირი პირობებით- TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმაგაუმტარი კედლები სამუშაოდ, “მაჩალკა” და სავარცხლიდან დაწყებული, ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვის ხედით, გადასარევი სამჯერადი კვება იმხელა პორციები მოაქვთ, გვეშინია კარში ვერ გავეტევით. ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში. მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი საჭმელია.  ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან ან მარკეტიდან.

Ana Nizharadze-ს ფოტო.არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენ ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენსტემპერატურას. “რესეფშენის” გოგონებს – ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღების და სითბოსთვის.

კარანტინი კი არა, “holiday-ა“, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ, რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ #მადლობაგახარიას
არ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველ მოქალაქეს! #დარჩითსახლში

ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენს ქვეყანას კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი),”– წერს ანა ნიჟარაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები