მიუნხენის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი კორონავირუსის სწრაფი ტესტის შესახებ

მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქართველი პროფესორის, გიორგი გრიგოლიას მოსაზრება ახალი კორონავირუსის სწრაფი ტესტების შესახებ: 

დღესდღეობით,კაცობრიობა დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მთელი მსოფლიო მოიცვა კორონავირუსის, SARS-Cov2-ის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ. ქვემოთ მოყვანილი სურათები წარმოაჩენენ,ზოგადად COVID-19 შემთხვევების და ასევე ამ დაავადების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის აშკარა მატებას დასავლეთ ევროპის 4 დიდ ქვეყანაში,რომელი ქვეყნებიც მოისაზრებიან მსოფლიოს ეპიდ-ცენტრებად.

მოგეხსენებათ, ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და მით უმეტეს პანდემიასთან ბრძოლაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება დიაგნოსტიკას. ამ პატარა ნაშრომით, თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება,კორონა ვირუსის ახალი შტამის, SARS-Cov2 დასადგენ ე.წ. სწრაფ ტესტების შესახებ, რომელიც ბოლო 3დღეა ინტენსიური განხილვის თემას წარმოადგენს

სწრაფი ტესტების შემთხვევაში, საქმე ეხება სისხლში, ანტისხეულების ან ანტიგენების განსაზღვრას. დღეს-დღეობით, ბაზარზე ძირითადად მოიხმარება ანტისხეულების განსაზღვრის სწრაფი ტესტები, რომელიც გულისხმობს, დაავადების დროს, სისხლში/პლაზმაშიიმუნოგლობულინების კონცენტრაციის მატების დაფიქსირებას! და არა უშუალოდ ვირუსის, კერძოდ კი SARS-Cov2 ვირუსის დადგენას!

ალეგორიულად რომ გადმოგცეთ ამ ე.წ. სწრაფი ტესტის ქმედება,უნდა შევადაროთ ორსულობის სწრაფი ტესტის ჩატარებას: კერძოდ, დავუშვათდა ეს ორსულობის ტესტი იყო დადებითი, ამის შემდგომ, გახარებულები სასწრაფოდ გავეშურეთ მაღაზიაში და შევიძინეთ,მაგალითად გოგონა ან ბიჭი ახალშობილის ჩასაცმელი, გამოვაწყვეთ ოთხი შესაბამის დიზაინში, დავარქვით ახალშობილს სახელი და ვიზეიმეთ მისი დაბადება! ამ ყველაფერს კი ჩვენ გავაკეთებთ ისე,რომ ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს ნაყოფის სქესზე და საერთოდ არც ის ფაქტია ნაცნობი, ერთი ბავშვი დაიბადება თუ ტყუპები!

როგორც ზემოთ ავღნიშნე,ამ ე.წ. სწრაფი ტესტების შემთხვევაში საქმე ეხება რამოდენიმე წვეთ სისხლში ანტისხეულების ან ანტიგენების განსაზღვრას. ხანგრძლივობა ამ ტესტის ჩატარებისა გახლავთ 15/20 წუთი. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში გამოიყოფა ანტისხეულები, შესაბამისად სისხლში ანუ პლაზმაში ფიქსირდება იმუნოგლობულინების კონცენტრაციის მატება! აი, სწორედ ამ ორი იმუნოგლობულინის მატების ფაქტის დაფიქსირდება ხდება ამ ე.წ. სწრაფი ტესტების დროს!და არა უშუალოდკორონა ვირუსის SARS-Cov2 დადგენა!

-მინდა წარმოგიდგინოთ ამგვარი ტესტების ერთ-ერთი გერმანული მწარმოებელის მონაცემები, რომელიც სერტიფიცირებულია ISO, DAkkS da TÜV Süd-ის მიერ და ეს მწარმოებელი მისსავე ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე დაუფარავად წარმოგვიჩენს ამ ტესტის შესაძლებლობას – ადრეულ ფაზაში,ანუ დღე 4–10IgM დადგენის ალბათობა არის 70 %-მოგვიანებით ფაზაში, ანუ დღე 11 –24 IgM დადგენის ალბათობა არის 92,3%-მოგვიანებით ფაზაში,ანუ დღე 11 –24IgG დადგენის ალბათობა არის 98,6%

ალბათ შეამჩნევდით, რომ ზემოთთქმულ მონაცემებში, სწრაფი ტესტის სიზუსტესთან მიმართებაში, არ არის ნახსენები,თუ რა მგრძნობელობა აქვს ამგვარ სწრაფ ტესტს დაინფიცირებიდან პირველი 3დღე.

ცხვირ/ხახის რეგიონიდან ანდა სასუნთქი სისტემის ღრმა/ქვედა სართულებიდან ლორწოვანი ნიმუშის აღება- საქართველოში, სწორედ ამ სახის ტესტირება წარმოებს ლუგარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში ასევე კრიტიკულად არის საკითხი დასასმელი ტესტირების მგრძნობელობასთან მიმართებაში,კერძოდ კი დასნებოვნებიდან 4 –11დღეს, სადაც მისი სიზუსტე დაახლოებით 70% -ია . ეს კი ნიშნავს, რომ 30% ანუ ყოველი მესამე ამ ვირუსით დაინფიცირებული პაციენტი, დაინფიცირებიდან მე-4-11 დღეს, ამ მეთოდით ჩატარებულ სწრაფ ტესტირების დროს არასწორად იქნებიან დიაგნოსტიცირებულნი!

და ახლა წარმოვიდგინოთ თუკი ეს პაციენტები კარანტინის გარეშე ივლიან ქუჩაში და იმით გამხნევებულნი, რომ ეს ჩატარებული სწრაფი ტესტი იყო უარყოფითი, უნებლიედ აღმოჩნდებიან ამ დაავადების გადამტანნი.

საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც, რომ იმუნოგლობულინების მომატება, ასევე დამახასიათებელია კორონა ვირუსის ოჯახის სხვა წარმომადგენლით დაავადების შემთხვევაში. ამ სახის ტესტირებით კი ვერ ხერხდება ზუსტი იდენტიფიცირება, კერძოდ, გაურკვეველი რჩება, საქმე ეხება კორონა ვირუსის ამ აგრესიულ ახალ შტამს, SARS-CoV2-ს, თუ სხვა კორონა ვირუსის ოჯახის წარმოამდგენელს?

იმ შემთხვევაში, თუკი ტესტი იქნება დადებითი და შესაბამისად მოვახდენთ პაციენტის იზოლაციას, მეორეს მხრივ კი, ფაქტიურად, არავითარი მტკიცებულება არ გვექნება მასზედ,რომ საქმე ეხება დანამდვილებით SARS-CoV2 ვირუსს და მის მიერ გამოწვეულ COVID-19 დაავადებას.ამ პრობლემის გაგრძელების უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მაშინ ეს ადამიანი და ასევე მასთან პირველად, მეორად კლასტერში მყოფი პირები ყველა უნდა მოვათავსოთ კარანტინში…?!

რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც ამ სწრაფი ტესტის პოზიტიურ მხარეზე მეტყველებს:1.ტესტირებისთვის მოკლე დროის მონაკვეთი 2.კაპილარული სისხლის 1-2 წვეთი 3.ტესტის თვითღირებულება გაცილებით დაბალია ვიდრე PCR-მეთოდით კვლევისას 4.PCR-მეთოდით ჩასატარებელი კვლევებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული მასალა, მთელს მსოფლიოში თითქმის გამოლევის პირასაა და ყველა ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ ამ SARS-CoV2 ვირუსით, სასწრაფოდ ესაჭიროებათ ალტერნატიული კვლევის მეთოდები!

საქმე გახლავთ შემდეგი: მწარმოებელთან უშუალო გადამოწმებით, ასევე სამ დიდ დამოუკიდებელ ლაბორატორიულ ცენტრში და მიუნხენის უნივერსიტეტის ცენტრალურ და აკადემიურ კლინიკებში განმიმარტეს, რომ სწრაფი ტესტი, დაინფიცირების ამ პირველი სამი დღის განმავლობაში ნეგატიურია, რაც ნიშნავს, რომ პირველი სამი-ოთხი დღე,პაციენტი დაინფიცირებულია, თუმცა ტესტი უარყოფითი! აქ უკვე თავს იჩენს უდიდესი პრობლემა, კერძოდ, ეს დაინფიცირებული პიროვნება(პაციენტი) არის ვირუსის გადამტანი!ვირუსისმატარებელი, დაინფიცირებული ადამიანი კი დიდად სახიფათო აუპირველეს ყოვლისა რისკ-ჯგუფი პაციენტების მიმართ, სადაც ეს COVID-19დაავადება მძიმე ფორმით ვითარდება და როგორც პირველადი კვლევები აჩვენებენ (იტალია, გერმანია, ჩინეთი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა) ხშირად ლეტალობით მთავრდება!!!

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ დღეს-დღეობით, მთელს გერმანიაში, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე დიდ თუ მცირე კლინიკებში, და რა თქმა უნდა ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრებში, ამ ე.წ. სწრაფი ტესტით SARS-Cov2 ვირუსის დადგენა და შესაბამისად COVID-19 დაავადების დიაგნოსტიცირება, ძალიან კრიტკულად არის შეფასებული და დიდი ეჭვის ქვეშ დგას! -უფრო მეტიც, რობერტ-კოხის ინსტიტუტი არსად არ გვაძლევს რეკომენდაციას ამ ე.წ. სწრაფი ტესტებით COVID-19 დაავადების დიაგნოსტიცირებას!-ავსტრიის, კერძოდ ვენის ექიმთა ასოციაცია(Die Wiener Ärztekammer), პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ დისტანცირება გავაკეთოთო ამგვარი სწრაფი ტესტებისგან COVID-19 დაავადების დიაგნოსტიცირების დროს.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო – თუკი არ მოიძებნება მექანიზმები, რათა გაკეთდეს პრევენცია ზემოთ თქმულისა, რომ კორონა ვირუსით SARS-Cov2 -ით დაავადებული პაციენტები,რომელთაც ჩაუტარდათ სისხლში ანტისხეულების განსაზღვრის სწრაფი ტესტირება და ამ ე.წ. სწრაფი ტესტით ნეგატიური პასუხის დაფიქსირების შეთხვევაში, ასეთი პაციენტები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარჩებიან პირდაპირ კონტაქტში მოსახლეობის სხვა ფენებთან (ოჯახი, სანაცნობო, სამსახური) თავიდან ვერ ავიცილებთ ქვეყნის შიდა პანდემიას! პანდემიასთან ბრძოლა კი, მოითხოვს უზარმაზარ ეკონომიკურ და ფიზიკურ რესურსებს, რაც როგორც აქტუალურმა სიტუაციამ დაგვანახა, თვით ზე-სახელმწიფოებისთვისაც კი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და უპირველეს ყოვლისა, ვეყრდნობით რა ხელთარსებულ ინფორმაციას,სწრაფი ტესტების სანდოობის მაჩვენებლების შესახებ, მიმაჩნია: მოქალაქენი სრულყოფილად უნდა იყვნენ ინფორმირებული ტესტების სანდომიანობის მაჩვენებლობის შესახებ; ყველა პაციენტი, უფრო სწორად კორონა ვირუსით საეჭვოდ დაინფიცირებული მოქალაქე, აგრძელებდეს შემდეგი 2 კვირა იზოლირებულ პირობებში ყოფნას და ვფიქრობ, გონივრული იქნება, რომ განმეორებითი ტესტირება გაუკეთდეს 11 –14დღის შუალედში; -თუკი ამ მოქალაქეს, შესაძლო დასნებოვნების პერიოდიდან 2 კვირის პერიოდში, არ გამოუვლინდა კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკურ ნიშნები და მეორეს მხრივ, 2 კვირაში განმეორებით ტესტში უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მაშინ მას უნდა მოეხსნას თვითიზოლაციის პირობები და სიფრთხილით უნდა ვივარაუდოთ,რომ მას არა აქვს SARS-CoV2 ვირუსი და ამ ვირუსით გამოწვეული COVID-19 დაავადება;

-იმ შემთხვევაში თუკი ეს ე.წ. სწრაფი ტესტი იყო პოზიტიური, მაშინ პაციენტს დაუყონებლივ გადაუმოწმდეს PCR მეთოდით ტესტირება და თუკი პირველმა PCR მეთოდმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და პაციენტს არ გააჩნია კლინიკური ნიშნები, იგი 2 კვირა მაინც უნდა დარჩეს კარანტინში და 7-10 დღის შემდგომ კვლავ PCR მეთოდით ჩაუტარდეს ტესტირება;-რა თქმა უნდა იბადება გონივრული კითხვა: რატომ 2 კვირა კარანტინი? საქმე გახლავთ შემდეგში, რომ დღეს-დღეობით ხელთარსებული სამეცნიერო კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, დაინფიცირებიდან კლინიკური ნიშნების გამოვლენის ყველაზე გვიანი პერიოდი გახლავთ 2 კვირა! ანუ დაავადების კლინიკურად ნიშნებით გამოვლენა დიდი ალბათობით უნდა მოხდეს დასნებოვნებიდან 2 კვირაში!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები