მოდა ბრუნავს – ინტერიერის დიზაინში გასული საუკუნის ტრენდები ბრუნდება

2020 წელი, მართლია, ჯერ მხოლოდ ახლახან დაიწყო, თუმცა უკვე მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლოსათვის. თუ შექმნილი ვითარების გამო, 2020 წელს დაგეგმილი რემონტისა და ცვილებების გადავადება მოგიწიათ, ჩვენ გეტყვით, რა იქნება ტრენდული 2021 წლისათვის. 

მთავარი ისაა, იპოვოთ სწორი ინსპირაცია და სტილი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ხასიათს – ასე შექმნით საკუთარ იდეალურ გარემოს და რუტინულ და დამღლელ განახლების პროცესს სასიამოვნო საქმიანობად აქცევთ.

1. Less is more

New Interior Decoration Trends for 2021

პრიორიტეტების მიხედვით ამოიღეთ ინტერიერიდან ის დეტალები, რომლებიც არ გჭირდებათ. დიზაინერები გვირჩევენ მივიღოთ კლასიკური გადაწყვეტილებები და არჩევანი ხარისხზე შევაჩეროთ, რადგან ეს სტილი კიდევ დიდხანს დარჩება ტრენდულად.

​2. Nordic and Japanese mix- სკანდინავიური და იაპონური სტილის ნაზავი

New Interior Decoration Trends for 2021

მინიმალისტური, მარტივი და ფუნქციონალური, დიდი და ნათელი სივრცე, ავეჯის მკვეთრი ხაზები და თეთრი ფერის დომინირება. დიზაინერების აზრით, 2021 წელს ინტერიერში ნაჭერი ერთ-ერთი წამყვანი ელემენტი იქნება.

3.  Personality – პიროვნულობა/ინდივიდუალურობა

New Interior Decoration Trends for 2021

კრეატიულობის წახალისება და საკუთარი პიროვნების მეტად გამოხატვა მორიგი რეკომენდაციაა. ეს სულაც არაა რთული, ნებისმიერი ნიუანსი, რომელიც პირადი იდეებითაა ინსპირირებული, მოგცემთ საშუალებას, თავი შინ იგრძნოთ. დახვეწეთ თქვენი ესტეთიკურობა, ენდეთ პერფერციებს და არა მეინსტრიმს.

4. შავ-თეთრი დეტალები

New Interior Decoration Trends for 2021

ისევე, როგორც 2020 წელს, 2021 წელსაც მოდაში შავი ფერი რჩება. შავისა და თეთრის კომბინირებისას შეგიძლიათ თამამი იყოთ, თუმცა არ გასცდეთ მთავარ ტრენდსმინიმალიზმს.

​ამ საძინებლის გაფორმება მინიმალური და მარტივია, ოთახი კი ძალიან ნათელი. კედლების ფერი და რამდენიმე ფანჯარა უზრუნველყოფს საკმარის ბუნებრივ შუქს. კარადა ხელს შეუწყობს ბევრი ნივთის შენახვას და ასე სივრცეც “დალაგებულად” გამოიყურება. რბილმა ხალიჩამ კი მთლიანად შეკრა დიზაინი და ოთახიც მყუდროდ აქცია.

5. Grays and Beige – ნაცრისფერი და კრემისფერი

New Interior Decoration Trends for 2021

როგორც დიზაინერები ამბობენ, ესთეტიკურად სუფთა და მშვენიერია დიზაინის დაბალანება დინამიკური ფორმებითა და ფერებით. თეთრი კვლავ რჩება მთავარ ფერად, თუმცა ნებისმიერი სახის ჩარევა კრემისფრითა და ნაცრისფრით თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო დახვეწილ ელფერს შესძენს.

6. Touches of color – ფერების შეხება

New Interior Decoration Trends for 2021

სითამამე და ისევ სითამამე, ყოველთვის შეგიძლიათ გადაუხვიოთ ფერთა დადგენილი კომბინაციიდაან და თქვენს ინტერიერში ხალისი შეიტანოთ, ეს ყველაზე უკეთ ყვითელ ფერს გამოსდის. კედლების ნეიტრალურ ტონს, გარდა ყვითელისა, შესანიშნავად შეიძლება შეერწყას მუქი მწვანე ფერიც.

7. ბუნებრიობა  და არქიტექტორული დეტალები

New Interior Decoration Trends for 2021

დაუფარავი არქიტექტორული დეტალები, მაგალითად შეუფუთავი ბოძები ან სა სავენტილაციო სისტემა უკვე რამდენიმე წელია მოდაშია, თუმცა, მომდევნო წლისათვის მათ რიცხვს შეიძლება შეუერთდეს დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების კვალი კედლებზე, მაგალითად ბოლომდე შეუღებავი დეტალები ან კიბე და საღებავი ქილა, რომელიც მუშებს ეკუთვნოდათ.

8. ბუნებრივი განათება

New Interior Decoration Trends for 2021

2021 წელს ინტერიერის დიზაინერები საბოლოოდ უარს ამბობენ ე.წ ყვითელ განათებაზე და ინტერიერში მინიმალისტური ჩარევით აპირებენ სივრცეების განათებას. დიდი ფანჯრების, ნათელი კედლების და რაც მთავარია, ფარდების გარეშე. თუკი ფარდაზე სრულად უარს ვერ იტყვით, შეგიძლიათ იგი თხელი და გამჭვირვალე ნაჭრით ჩაანაცვლოთ, სქელმა და “მოჩუქურთმებულმაფარდებმა ისედაც წლებია, მოდის სამყარო დატოვეს.

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები