20-22 მაისს მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება

20-22 მაისს უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება.

„ExpoGeorgia-ს ყველაზე მასშტაბური გამოფენა წელს უკვე ოცდამეშვიდედ შეკრებს მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართველ თუ უცხოურ კომპანიებს და გააცნობს მათ მომსახურებასა და პროდუქციას როგორც პოტენციურ მყიდველებს, ისე მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან შეკრებილ დეველოპერებს, ბროკერებს, ინვესტორებსა და საკონსულტაციო კომპანიებს.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა თემატური ღონისძიებები და B2B შეხვედრები, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, აიმაღლონ ცნობადობა და გააფართოონ გაყიდვების გზები“, – ნათქვამია  Caucasus Build-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები