ინტერიერისა და ექსტერიერის თანამედროვე ტენდენციები – რას გვთავაზობს „Woodside Dighomi”

ინტერიერი და ექსტერიერი – ეს ის ორი ცნებაა, რომელიც ნებისმიერი შენობის, განსაკუთრებით კი, საცხოვრებელი სახლის არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ ღირებულებასაც ქმნის. გარემო, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აუცილებელია, ჩვენთვის მისაღები და სასურველი იყოს. სასიამოვნო პირადი ცხოვრებაც და სამსახურეობრივი წარმატებაც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით ვართ ჩვენ. ჩვენი სახლის ინტერიერი და ექსტერიერი კი ამ განწყობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

„მეტი დეველოპმენტის“იტნერიერის დიზაინერს, დაჩი ხაზალიას მიაჩნია, ამ სფეროში ახალ-ახალი ტენდენციების აქტიურად დამკვიდრების მიუხედავად, მთავარი მაინც კონკრეტული ადამიანის გაცნობა და მისი ხასიათის შესწავლაა, რათა დიზაინერმა მასზე მორგებული პროექტი შექმნას.

რა სიახლეებია დღეს ამ მიმართულებით მსოფლიო თუ ქართულ ბაზარზე, რას სთავაზობენ მომხმარებლებს კომპანიები და როგორ ცდილობს, კონკრეტულად, „მეტი დეველოპმენტი“ მის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების ინტერიერი თუ ექსტერიერი თითოეულ მობინადრეს მოარგოს?

დაჩი ხაზალია

(დაჩი ხაზალია) – ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სივრცე, სადაც უდიდესი დროის გატარება უწევს. ხშირ შემთხვევაში, ისინი დიზაინის შერჩევისას მხოლოდ და მხოლოდ ტენდენციებს ითვალისწინებენ, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, საცხოვრებელი სივრცე ყოველთვის ისე უნდა მოეწყოს, რომ ადამიანის ხასიათს ასახავდეს. ამისთვის ტენდენციების გამოყენებაც შესაძლებელია, მაგრამ ისეთი დეტალების ცვლილება, როგორიც, მაგალითად, ავეჯი, ფარდები ან სანათებია, ჩვენს სახლს ჩვენს სულიერ განწყობასთან უფრო მეტად აახლოვებს.

მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში ძალიან გავრცელებულია სკანდინავიური სტილი, რაც ღია ფერებისა და ხის მასალის გამოყენებას გულისხმობს.ასევე არასდროს არ კარგავს აქტუალურობას კლასიკური სტილი. გარდა ამისა, პოპულარულია ინდუსტრიული სტილი, რომელიც თავისთავად გულისხმობს უხეშ ავეჯს, აგურს, მუქ ფერებსა და დიდ ვიტრაჟებს. ეს სტილი კაფე-ბარებში უფრო აქტიურად გვხვდება, თუმცა მას საცხოვრებელი სახლების ინტერიერშიც ხშირად ითვალისწინებენ.

გარდა ამისა, ძალიან პოპულარული გახდა ინტერიერის გამწვანება. ფაქტობრივად, უკვე ყველას აქვს სახლში მცენარეები. კომერციული ობიექტების მფლობელებიც კი ცდილობენ მეტი სიმწვანის გამოყენებას.

-რა შეგიძლიათ გვითხრათ ექსტერიერის ტენდენციებზე? საინტერესოა, როგორ პასუხობს ამ ტენდენციებს „მეტი დეველოპმენტი“…

-ბოლო წლებში თბილისში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის ტენდენცია გაჩნდა. „მეტი დეველოპმენტი“ საკმაოდ აქტიურად მიჰყვება ამ ტენდენციას და შეიძლება პიონერადაც ჩაითვალოს. როგორც მოგეხსნებათ, თბილისი ძალიან მჭიდროდ არის განაშენიანებული და ხშირად ადგილიც აღარ რჩება გამწვანებისთვის, ეზოებისთვის… მიუხედავად ამისა, ეს ახალი ტენდენცია დეველოპერებს აძლევს საშუალებას, საცხოვრებელ კორპუსებში მეტ გამწვანებაზე იზრუნონ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი პროექტი „ვუდსაიდ დიღომია“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება და რომლის ექსტერიერიც მწვანე სივრცეებით იქნება სავსე. იმის გათვალისწინებით, რომ „ვუდსაიდ დიღომი“ დიღმის ტყე-პარკთან მდებარეობს, გამწვანების კოეფიციენტი მაღალია. ჩვენი საცხოვრებელის კომპლექსის ეზოში ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და მრავალწლოვანი ხის ჯიშებია თავმოყრილი. ეზოში მოეწყობა სტადიონი, ველობილიკი, სავარჯიშო მოედანი და აქტიური დასვენების ზონა. „ვუდსაიდ დიღომის“ ტერიტორიაზე გაკეთდება გამტარი მოკირწყვლა, რაც ნიშნავს იმას, რომ წვიმის შედეგად ეზოში წყალი არ გროვდება. მეტიც, ამ დროს ნიადაგი ირწყვება. ეს გახლავთ ღრუტანიანი ბეტონი, რომლის ნახვრეტებიდან ბალახია ამოშვერილი. გამტარი მოკირწყვლის შემთხვევაში, წყალს პირდაპირი კავშირი აქვს მიწასთან. ფასადს ვღებავთ ნასას ტექნოლოგიებით დამზადებული საღებავით, რომლსაც სიცხეში ტემპერატურა 5 გრადუსით დაბლა დაჰყავს, სიცივეში კი, ინარჩუნებს ტემპერატურას. ასევე გათვალისწინებულია, როგორც გარე, ისე შიდა პარკინგი. დამონტაჟდება დამტენები ელექტრო მანქანებისთვის. პარკინგი ითვალისწინებს სკუტერებისა თუ ველოსიპედების სადგომს. ობიექტზე გათვალისწინებულია ე.წ ლოკერები, რაც ძალიან დიდ კომფორტია, რადგან ხშირად სათევზაო თუ ზამთარში სასრიალო აღჭურვილობა სახლში რთულად შესანახია. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ ობიექტზე თვითმომსახურების სამრეცხაო მოვაწყოთ. მეტი კომფორტის გარდა, მობინადრეებს ნაკლები გადაადგილება მოუწევთ ქალაქში, რაც ეკოლოგიაზე დადებითად აისახება.

მთლიანი კომპლექსი და მისი მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე იქნება მორგებული, რათა მათ ყველა ინფრასტრუქტურით სრულყოფილად სარგებლობა შეძლონ.


გაიგეთ მეტი „ვუდსაიდ დიღომზე“: https://www.facebook.com/Woodsidedighomi


-როგორ ინტერიერს ანიჭებს უპირატესობას „მეტი დეველოპმენტი“ საკუთარ კომპლექსში?

-ეს უშუალოდ დამკვეთზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ, რაც შეიძლება მეტი სიმწვანე შეიტანონ სახლში. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ჩვენს მობინადრეებს, რომ ტენდენციები ხშირად იცვლება, ხოლო ბუნება და სიმწვანე ყოველთვის ტრენდულია.

სხვადასხვა პოპულარული სტილის არსებობის მიუხედავად, ყველაფერი ადამიანის ხასიათზე და დიზაინერის მხრიდან მის შეცნობაზეა დამოკიდებული. ჩვენ თითოეულ მობინადრესთან ურთიერთობის შემდეგ გამოგვაქვს დასკვნა, თუ როგორი გემოვნება და ხასიათი აქვს მას და როგორია ის ინტერიერი, რომელშიც მან დიდი ხნის განმავლობაში უნდა იცხოვროს.

-თითოეულ შემთხვევაში, კონკრეტულ ადამიანს, მისი გაცნობის შემდეგ ინტერიერის ინდივიდუალურ გადაწყვეტას სთავაზობთ?

-სურვილის შემთხვევაში დიახ,ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიასა და მის ხასიათზე. თუ ის შესაბამის სივრცეში არ ცხოვრობს, ამან შესაძლოა მის განწყობაზე ცუდად იმოქმედოს.ამიტომ, აუცილებელია, ინტერიერის დაგეგმვამდე სიღრმისეულად მოხდეს ყველაფრის შესწავლა – გავიცნოთ ადამიანი და მისი სურვილების შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტი შევთავაზოთ.

მაგრამ, ასევე გვაქვს ჩვენ მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინის კატალოგები, რომელიც უმარტივებს მობინადრეს არჩევანის გაკეთებას.

რაც შეეხება მოდას, დღეს ტრენდულია სახლების „გაჭკვიანება“, რადგან მსგავს სახლებში ცხოვრება ძალიან ადვილი და კომფორტულია. ადამიანებს სიამოვნებთ, როდესაც სმარტფონით შეუძლიათ სახლის კონტროლი, დაწყებული გათბობიდან, დამთავრებული მცენარეებისთვის ტენიანობის კონტროლით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები