საბერძნეთის ტელევიზიამ COVID-19-თან ბრძოლის ეფექტურ მაგალითად საქართველო მოიყვანა

საბერძნეთის ერთ-ერთმა  მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ, ΣΚΑΪ ΤV კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – განაცხადეს ბერძენმა ჟურნალისტებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები