შემოაღე კარი Room: „The Future is Now | Literature”

მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მწერლებო, დამწყებო მწერლებო და ყველას ვისაც გიყვართ წიგნის კითხვა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა შეცვალა ყოველდღიური რუტინა, შემოიტანა ბევრი სიახლე და გამოწვევა, რაც მომავალში აისახება ლიტერატურაზეც.

‘’English Book Education’’ გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის უფასო ონლაინ სემინარს, იმისთვის რომ დღეს დღეისობით არსებული თავისუფალი დრო გაატაროთ საინტერესოდ და სახალისოდ.

სწორედ ამიტომ „English Book Education“- ის ბაზაზე არსებული „The King’s and Queen’s Club“ გიწვევთ ონლაინ სემინარზე „The Future is Now | Literature”.

თუ გიყვარს წიგნის კითხვა, ლიტერატურა, ფიქრი პრობლემების გადაჭრაზე, ეს სემინარი არის შენთვის. შემოგვიერთდი და ბრიტანელ სპიკერთან ერთად იმსჯელე ლიტერატურის ახალ შესაძლებლობებსა და მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე.

ონლაინ სემინარს გაუძღვება „The King’s and Queen’s Club“- ის სპიკერი Alexandre Charles Sitwell.  Alex არის ბრიტანელი თეოლოგი, რომელსაც კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებაზე.

დღეიდან, აპრილის ბოლომდე, კვირაში ორჯერ.

პირველი ონლაინ სემინარი ჩატარდება ოთხშაბათს, 18 მარტს, 16:00 საათზე.

როგორ უნდა შემოუერთდეთ ონლაინ სესიას?

ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ  ბმულზე.

შემოაღე კარი Room: „The Future is Now | Literature”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.