„თარგმნილი პიესა 2020“- ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

I პრემია – დავით გაბუნია – ტრეისი ლეტსი , “აგვისტო, ოსეიჯის ოლქი”;

II პრემია – ქეთი ქანთარია – იგნაცი ვიტკევიჩი, “მეწაღეები”;

III პრემია – ნინო გოგიჩაიშვილი – ბერნარ-მარი კოლტესი, “რობერტო ზუკო.

კონკურსის ფარგლებში საუკეთესოთა შორის კიდევ სამი თარგმანი დასახელდა.

კონკურსი „თარგმნილი პიესა 2020″ ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შემოსული 13 უცხოური პიესიდან სამი საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები