რუსთაველის ფონდი ქართველოლოგიით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ქართველოლოგიას მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს და წაახალისოს მეცნიერები ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის. 

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით მეცნიერის დაჯილდოებას საკვლევი თემა კი შესაძლებელია, ეხებოდეს  ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიას, კულტურასა და ხელოვნებას.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ერთი პრემია, რომლის ოდენობაც 8000 ლარი იქნება.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას ან აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები