საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვის სამაგისტრო პროგრამებზე უფასოდ სწავლის შანსი ეძლევათ

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

ლეიტუვა 50 უცხოელ სტუდენტს დააფინანსებს. პროექტში მონაწილეობა კი შეუძლიათ საქართველოს, სომხეთის აზერბაიჯანის, ბელარუსის, ჩინეთის, ისრაელის, იაპონიის, კორეისა და მოლდოვის მოქალაქეებს.

თუმცა სწავლის სრული დაფინანსება, მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეების პრეროგატივა იქნება. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მხოლოდ ყოველთვიურ სტიპენდიას, 390 ევროს მიიღებენ. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები