ბელგიური დუო Konoba საქართველოში გადაღებულ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს (ვიდეო)

Till We Get There- ასე ჰქვია ალტერნატიული მუსიკის დუოს ახალ სიმღერას, რომლის ვიდეორგოლიც ქართული წარწერით წიყება – “სანამ ჩვენ იქ მივალთ”. 

ვიდეორგოლი მოგვითხრობს ბავშვებზე, რომლებიც წიგნებში ამოკითხული მინიშნებების შემდეგ მოგზაურობას იწყებენ და საბოლოოდ ერთმანეთს დიდგორზე ხვდებიან. koboba-სთვის ეს არაა საქართველოში გადაღებული პირველი კლიპი.

მუსიკოსები თბილისში პირველად 2017 წლის 25 ნოემბერს ჩამოვიდნენ და ქართველ მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს. შემდეგ ბელგიურმა დუეტმა კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა და 2018 წლის ზაფხულში განახლებული პროგრამით Tbilisi Open Air-ის სცენაზე დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ვიდეორგოლი  “Roll The Dice”-სთვის, რომელიც მხოლოდ საქართველოში გადაღებული კადრებითაა აგებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები