რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება

ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ონის მუნიციპალიტეტში  იგეგმება და მისი ფართობი 52 191 ჰექტარი იქნება. „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან,  ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ,  ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები