ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 14 მარტს ერთმოქმედებიანი ბალეტის, „მედეას“ პრემიერას წარმოგიდგენთ. 

„მედეა“ 2002 წელს სან-ფრანცისკოს ბალეტისთვის დადგა და ევრიპიდეს პიესის ადაპტაციას წარმოადგენს. პოსოხოვმა ამ პიესის ქორეოგრაფია მისი სასცენო პარტნიორის, ბალერინა ჯოანა ბერმანისთვის დადგა, სცენიდან მისი წასვლისთვის პატივის მიგების ნიშნად.

საპრემიერო სპექტაკლები მთლიანად იური პოსოხოვის ქორეოგრაფიას დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება ასევე ორი ერთმოქმედებიანი ბალეტი – „საგალობელი“ და “ანარეკლი“. ორივე მათგანი პოსოხოვმა თბილისში 2008 და 2012 წლებში დადგა და დღემდეა თეატრის საბალეტო დასის რეპერტუარში.

https://www.facebook.com/StateBalletOfGeorgia/videos/583258382260522/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები