“დაუჯერებელი იყო ქართველების ერთიანობა” – Ryanair-ის პირველი კომენტარი გამოკითხვაში საქართველოს გამარჯვებაზე

Ryanair-ის კონკურსში თბილისმა 500 000-მდე  ხმა მიიღო და უპირობო გამარჯვებული გახდა. გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულების გამოსავლენად Ryanair-ის სოციალური ქსელის გვერდზე მიმდინარეობდა. 

ავიაკომპანიის მარკეტინგის გუნდის  წარმომადგენლებმა გამოკითხვაში თბილისის გამარჯვებასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთეს და სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

“ეს იყო დაუჯერებელი. ნამდვილად არ ველოდით თბილისის გამარჯვებას, ქართველებმა ძალიან დიდი აქტიურობა გამოიჩინეს და მათი მიზანი – თბილისი გამარჯვებული გამხდარიყო, განახორციელეს. დაუჯერებელი იყო ქართველების ერთიანობა და ის, თუ როგორ ამაყობდნენ ამ გამარჯვებით. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ასეთი აქტიურობისათვის”– ამბობენ გავრცელებულ ვიდეორგოლში ავიაკომპანიის მარკეტინგის მენეჯერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები