მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის ბეტონისადმი დამოკიდებულება – რეალობა და პერსპექტივები 

ჩვენ არ შეგვიძლია მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა არც მის გარეშე შეიძლება –  ეს  ბეტონია –  ცემენტის, წყლისა და ქვიშის ერთობლიობა, რომელიც შეიძლება ძალზე არაესთეტიკურ სურათს გვაძლევდეს,თუმცა,  საბოლოო ჯამში, ქმნის და განსაზღვრავს ბოლო საუკუნეების სამშენებლო ტრადიციას.

რამდენადაა საჭირო და აუცილებელი ბეტონის კონსტრუქცია და რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს პლანეტას?  

დავიწყოთ იმით, რომ ცემენტის წარმოება დამღუპველია ჩვენი ბიოსფეროსთვის, ბეტონის შენობები კი ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კოლოსალურ თავის ტკივილად იქცევა. ხანდახან დემონტაჟი უფრო რთულია, ვიდრე აშენება.

ნაგებობების დეგრადაციის წინააღმდეგ სპეციალისტები მრავალრიცხოვან გამოსავალს გვთავაზობენ, მათ შორის მშენებლობის ნორმების  შეცვლას ან ე.წ მდგრადი ალტერნატივებით ჩანაცვლებას ან სულაც ბეტონისათვის უარის გამოცხადებას. მაგრამ ნამდვილად გვინდა კი ცხოვრება ბეტონის გარეშე? და როგორი იქნებოდა გარემო, თუკი ის საერთოდ არ იარსებებდა?

Image result for 1/16 – The Great Wall of WA, Western Australia

ამ ნაგებობას “დედამიწის კედლით ნაგებ შენობად” მოიხსენიებენ –  230 მეტრი სიგრძის კონსტრუქცია რკინისა და თიხისგანაა ნაგები. მშენებლობისთვის კი სულ მცირე რაოდენობით ფოლადი და ბეტონიც გამოიყენეს.

“ჩვენ ვიყენებთ იმაზე მეტ ბეტონს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს, მათ შორის სუფთა წყალს” – ამბობს პოლ ფენელი, ბრიტანული “იმპერიალ კოლეჯის” პროფესორი. 2015 წელს მისივე ავტორობით გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბეტონი გამოიყენება. შედარებისათვის, ეს რიცხვი პლასტიკური ნივთიერებების შემთხვევაში 8.3 მილიარდი კუბური მეტრია.

ცემენტი – ის, რაც ბეტონში ყველა ინტენსიური ელემენტია, გარემოსათვის კოლოსალური ზიანის მომტან პროდუქტად ითვლება. როგორც ფენელი ამბობს, ცემენტი კირის ღუმელში გამოწვის პროცესში ასხივებს დაახლოებით 1000 კუბურ მეტრ ნახშირორჟანგს ყოველ ტონა ცემენტზე.

A cement factory obscured by heavy smoke in Binzhou, Shandong province, China, pictured in January 2013.

სურათზე გამოსახულია ჩინეთი, შანდონგის პროვინციაში ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვისაგან დაბინძურებული ქალაქი ბანგოუში. 2013 წლის იანვარი. 

“ცემენტი დროდადრო ატმოსფეროდან ჟანგბადს შთანთქავს”- აღნიშნავს ფენელი. 2016 წელს ფენელმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ცემენტის წვის შედეგად გარემოში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობას იკვლევდა. როგორც აღმოჩნდა, ცემენტზე ამ პერიოდში ატმოსფეროში გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 42 % მოდიოდა (თუმცა, ამ მონაცემებში არ შესულა  ნახშირბადის დიოქსიდი, რომელზეც CO2-ის გამოყოფის ყველაზე დიდი წილი მოდის).

A sea wall in Naples Island, California shows signs of degradation. Salt air is one of a number of factors that can shorten the lifespan of concrete.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ბეტონის კონსტრუქციაში ვაწყდებით, მისი დეგრადაციაა. ეს კედელი აშშ-ში, კალიფორნიის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს და მასზე აშკარად შეინიშნება დეგრადაციის ნიშნები. ოკეანის, ე.წ მარილიანი ჰაერი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სანაპირო ზოლის სიახლოვეში არსებულ შენობებს განადგურებით ემუქრება. როგორც ფენელი ამბობს, სანაპირო ზოლის სიახლოვეს ბეტონის გამოყენება შენობის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.

ჩვენ ჩამოვთვალეთ ის არგუმენტები, რომელთა გამოც, ერთი შეხედვით, ბეტონის უარყოფითი მხარეები შემაშფოთებლად ბევრია. მაშინ რატომ ვაგრძელებთ მის გამოყენებას? 

ბეტონი არის იაფი, მრავალმხრივი, სწრაფად გამოყენებადი, მდგრადი და ცეცხლგამძლე. შესაბამისად, იგი რჩება დღეისათვის სამშენებლო სივრცეში გამოყენებად ყველაზე პრაქტიკულ და ბევრი მიზეზით გამართლებულ საშუალებად. 

“უნდა ვიცოდეთ, რომ კიდევ ძალიან დიდ ხანს, არავინ ჩაანაცვლებს ცემენტს. თუ გვინდა ავაშენოთ ახალი “ბურჯ-ხალიფა“, უნდა მივიღოთ ბეტონის კონსტრუქციებიც” – ამბობს ფენელი.

2017 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მეცნიერებს ახალი კვლევა დაუკვეთა, რომლის მიზანიც ცემენტის ალტერნატივის მოძიება იყო. თუმცა, მეცნიერებს რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერაც ვერ უპოვიათ.

ლანგენბახს, კიდევ ერთ მეცნიერს, რომელიც ამავე თემაზე მუშაობს გაცილებით სკეპტიკური სცენარი აქვს და თვლის, რომ ბეტონის წარმოება უზარმაზარი ბიზნესია, რომელსაც იგი მაფიასთანაც კი აიდენტიფიცირებს -“USGS-ის მონაცემებით, ყოველწლიურად  ამერიკის შეერთებული შტატები ბეტონის გაყიდვით დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის სარგებელს ნახულობს”.

ფაქტია, ცემენტი თანამდეროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ძალიან ძვირადღირებული,  მაღალტექნოლოგიური მასალები, რომელთა უსაფრთხოებაც ჯერ გამოკვლეული არ არის, კარგა ხანს ვერ ჩაანაცვლებენ მშენებლობაში ფართოდ გამოყენებად რკინა-ბეტონის კონსტრუქციას.

მაშინ რა არის გამოსავალი? 

როგორც პოლ ფენელი ამბობს, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ გზა და გავხადოთ ბეტონი უფრო მდგრადი.მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ უნდა გაუძლოს მან წყლისა და ქარის ზემოქმედებას და პარალელურად, შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების მაჩვენებლები.

პროექტი LEILAC არის ევროპული ინიციატივა, რომელიც ცემენტის წარმოების ტექნოლოგიას ავითარებს. მათი მუშაობის პრინციპი კი მდგომარეობს იმაში, რომ ცემენტის წარმოებით გამოყოფილი ნახშირორჟანგი კონსერვირდეს და არ გაიფანტოს გარემოში. ეს კი დაეხმარება ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანს – 2050 წლისათვის 80%-ით შემცირდეს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია.

კითხვაზე რა ბედი ეწევა ბეტონს მომავალში, მეცნიერებს განსხვავებული პასუხები აქვთ: ლანგერბახი ფიქრობს, რომ მსოფლიოში საჭიროზე მეტი ნაგებობა უკვე აშენდა და მათი რაოდენობის ზრდა ყოველგვარი პრაქტიკული მიზნისაგან დაცლილია.

ფენელს საპირისპირო შეხედულება აქვს – “ბეტონი მთავარი სამშენებლო მასალაა ყველგან, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც მისი ფასის გამო, იგი უალტერნატივოდ ითვლება. მე არასოდეს ვამბობ “არასოდესს” – თუმცა, ფაქტია, ბეტონი კიდევ კარგა ხანს ჩვენთან დარჩება” . 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.
წყარო: CNN 

თარგმანი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები