“ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო” – გერმანული მედია ნოდარ ქუმარიტაშვილს იხსენებს

ცნობილი გერმანული გამოცემა Welt.de ქართველი ოლიმპიელი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლის თავთან დაკავშირებით, ოლიმპიელი ფელიქს ლოხის კომენტარს აქვეყნებს. ლოხი 2010 წელს, კანადის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა ჩემპიონი. სწორედ ამ თამაშზე საცდელი დაშვებისას, 2010 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა 22 წლის ქართველი მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი.

“ჩვენ ვიდექით საციგაო ტრასის დასაწყისში და ვემზადებოდით საცდელი დაშვებისათვის. ველოდი, როდის აინთებოდა სტარტის ლურჯი სინათლე, მე შემდეგი უნდა დავშვებულიყავი. 10 წუთის გასვლის შემდეგ მივხვდით, რომ რაღაც მოხდა. შოკისმომგვრელი იყო, არასდროს დამავიწყდება ეს შემთხვევა” – ამბობს ლოხი, Welt.de-სთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.